weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სასამართლომ ხელვაჩაურის მერიას ორი კომპანიისთვის 32 000 ლარის გადახდა დააკისრა

10:26 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019
ფოტოზე ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ფოტოზე ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე

ორმა კერძო კომპანიამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლოში დავა მოუგო. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიას შპს „კონსულის“ სასარგებლოდ 25 574, ხოლო შპს „ჩვენი ხედისთვის“ 6600 ლარის გადახდა დაეკისრა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საქმე ეხება სოფელ ახალშენში სტადიონის მშენებლობას. 2017 წელს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მერიას მათთვის უსაფუძვლო ჯარიმების დაკისრებას და შესრულებული სამუშაოებისთვის თანხის გადაუხდელობას ედავებოდნენ. შპს „კონსული“ მერიისგან 35 ათას ლარის გადახდას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკომპენსაციო თანხა 10 ათასი ლარით შეამცირა.

სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და კერძო კომპანიებს შორის დავა სამი წლის წინ დაიწყო. 70 216 ლარად სტადიონის მშენებლობის ვალდებულება 2017 წელს კომპანია „ჩვენმა ხედმა“ აიღო, თუმცა კონტრაქტი შეწყდა და კომპანია 5 ათასი ლარით ვადების დარღვევის გამო დაჯარიმდა. მოგვიანებით სამუშაოები შპს „კონსულმა“ გააგრძელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ მერიამ კომპანია რიგი სამუშაოების არასათანადოდ შესრულების გამო 6 ათასი ლარით დააჯარიმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები არ ესწრებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]